რა იწვევს ამ მდგომარეობას?
ტრიზმი საღეჭი კუნთების მტკივნეული სპაზმია და კრუნჩხვითი რეაქცია ვლინდება იმ კუნთებში, რომელიც ყბის სახსარს ეკვრის. ტრიზმის გამო კუნთები იმდენად იხშობა, ადამიანს პირის სათანადოდ გაღება უჭირს და ვერ ახერხებს კვებას, საუბარს, ძლიერი დისკომფორტი აქვს მთქნარების დროსაც კი.
ტრიზმის გამომწვევი მიზეზებია:
- თავისა და კისრის კიბო;
- პათოლოგია, რომელიც აზიანებს ყბის სახსარს;
- სიბრძნის კბილის ამოღება;
- ანთებითი პროცესი;
- ინფექცია;
- ტრავმა ყბის არეში;
- ქირურგიული ოპერაცია პირის ღრუში.
ტრიზმის დიაგნოსტირება ხდება სიმპტომების შეფასებისა და ყბის, კისრის გასინჯვის შედეგად. ექიმი გამოიყენებს სპეციალურ ტესტს (სამი თითის ტესტი) იმის დასადგენად თუ რამდენად ფართეთ შეგიძლიათ პირის გაღება. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კომპიუტერული კვლევებით ფასდება თუ რამდენად ღრმად არის დაზიანებული ქსოვილი.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
ტრიზმის მკურნალობის მეთოდებია:
- ანტიბიოტიკოთერაპია;
- ყბის ტკივილის შესამსუბუქებელი მედიკამენტი;
- კუნთის მოსადუნებელი;
- ფიზიოთერაპია;
- მეტყველების თერაპია;
- დანაწიბურებული ქსოვილის ამოკვეთა ქირურგიული გზით.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24086-trismus
