როგორ შევიმციროთ წელის ზომა?

როგორ შევიმციროთ წელის ზომა?

წელის ხაზის არეში დაგროვილი ცხიმი უარყოფითად აისახება როგორც თვითშეფასებაზე, ისე ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

წელის ზომის შემცირებისას ადამიანები ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ, განწყობა უუმჯობესდებათ და რაც მთავარია ისეთი პათოლოგიების რისკს ამცირებენ როგორიცაა გულის დაავადება და დიაბეტი.

მითია თითქოს სხეულის ერთ უბანში შეძლებთ ცხიმის დაგდებას - რეალურად აუცილებელია საერთო წონის დაკლება. დიახ, ვარჯიშით მუცლის ცხიმქვეშ კუნთების გამკვრივებას შეძლებთ, თუმცა მთლიანი წონის დაკლების გარეშე წელის არეში შედეგს ვერ ნახავთ.

წელის ზომის შემცირებაში დაგეხმარებათ:

  • იოგა;
  • პლანკა;
  • მაღალი ინტენსივობის ინტერვალური სავარჯიშო პროგრამა;
  • ხშირად მიირთვით ხილი, ბოსტნეული, ბოჭკოთი და პრობიოტიკებით, ასევე D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები;
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ რაფინირებული ნახშირწყლები, შაქარი, დამუშავებული საკვები, მარილი;
  • სასარგებლოა ცხიმოვანი თევზი, ავოკადო, ნუში, აკაჟუ;
  • დალიეთ მწვანე ჩაი;
  • ყოველდღე ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

 

 

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/how-to-reduce-waist-size#how-to