მაღალი არტერიული წნევის კონტროლი მედიკამენტის გარეშე

მაღალი არტერიული წნევის კონტროლი მედიკამენტის გარეშე

ცხოვრების წესის ცვლილებითა და ჯანსაღი რეკომენდაციების გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევის კონტროლი.

თავისთავად, გარკვეულ გარემოებაში აუცილებელია მიიღოთ წნევის დამწევი და განსაკუთრებით მაშინ თუ ექიმის რეკომენდაციაა, თუმცა წამლით ან უწამლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხოვრების სტილის დაცვა მაინც მოგიწევთ.

წნევა ხშირად იმატებს ჭარბი წონის გამო. მსუქან ადამიანებს ხშირად აქვთ სუნთქვის პრობლემა ძილის დროს - სამედიცინო ენაზე ეს მდგომარეობა ცნობილია ძილის აპნოეს სახელწოდებით. სწორედ რომ ძილის აპნოეა არტერიული წნევის მატების მიზეზი. ზედმეტი წონის დაკლება წნევის გაკონტროლების ყველაზე ეფექტური მეთოდია.

როდესაც სიმსუქნესა და მის მიერ გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ვსაუბრობთ მხოლოდ სასწორზე ნაჩვენებ რიცხვებს არ ვგულისხმობთ და გაცილებით დიდ ყურადღებას ვამახვილებთ წელის გარშემოწერილობაზე, დიახ, ძალიან საშიშია ზედმეტი ცხიმი სხეულის ამ არეში.

წელის ზომა და რისკ-ჯგუფი:

  • მამაკაცებში სახიფათოა 120 სანტიმეტრი და მეტი;
  • ქალებში მავნებელია 89 სანტიმეტრი და მეტი.

არტერიული წნევის კონტროლისთვის სასარგებლოა:

  • რეგულარული ვარჯიში;
  • ჯანსაღი კვება;
  • შეამცირეთ მარილის დოზა;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლი;
  • უარი თქვით თამბაქოზე;
  • აუცილებელია ღამით მშვიდი ძილი;
  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს;
  • სახლში რეგულარულად შეიმოწმეთ წნევა;
  • აკონტროლეთ სისხლში შაქრისა და ქოლესტეროლის დონე.

წყარო: 

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-pressure/in-depth/high-blood-pressure/art-20046974