რა იწვევს მუცლის კუნთის დაჭიმულობას?
მუცლის კუნთი ძვალკუნთოვანი სისტემის ნაწილია და მდებარეობს სხეულის წინ, ნეკნებსა და მენჯს შორის.
მუცლის კუნთის დაჭიმულობა ზედმეტი გადატვირთვით მიღებული დაზიანებაა. მიზეზია მუცლის კუნთების დაჭიმვა ან გაგლეჯა.
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ფეხბურთისა და ჩოგბურთის მოთამაშეებში.
კუნთის დაჭიმულობა იკურნება დასვენებით - მდგომარეობა უმჯობესდება დროთა განმავლობაში.
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- წაქცევა ან ავარია;
- ქრონიკული ხველა ან ცემინება;
- ინტენსიური ვარჯიში;
- მძიმე ნივთის აწევა;
- იმყოფებით ცუდ ფორმაში სპორტული აქტივობის ან ვარჯიშის დროს;
- სხეულის უეცარი მობრუნება.
კუნთის დაჭიმულობის ძირითადი სიმპტომებია მუცლისა და ძვალკუნთოვანი სისტემის ტკივილი.
ტკივილი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ ვითარებაში:
- ხველების, ცემინების ან სიცილის დროს;
- ხანგრძლივი დროით იყავით არააქტიური და წამოდექით;
- ძლიერი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვის დროს.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ჩალურჯებები;
- კუნთის სპაზმი, ტკივილი ან გაშეშება;
- შეშუპება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21807-abdominal-muscle-strain