კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

კოლაგენი ყველაზე ჭარბი ცილაა ორგანიზმში.

კოლაგენია კუნთებში, ძვლებში, სისხლძარღვებში, კანში, მყესში, ორგანოებში, თმაში, ნაწლავის ამომფენში, შემაერთებელ ქსოვილებში, იოგებში.

კოლაგენის რაოდენობა მცირდება ასაკის მატებასთან ერთად.

კოლაგენის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ნაოჭები;
  • გაშეშებული მყესი და იოგი;
  • დასუსტებული კუნთები;
  • სახსრის ტკივილი;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

მედიკოსების აზრით, კოლაგენის დეფიციტის მიზეზი არაჯანსაღი რაციონია - ამ ცილას საჭირო ელემენტები სჭირდება.

სასურველია მიირთვათ:

  • ქათამი;
  • ძროხის ხორცი;
  • თევზი;
  • ლობიო;
  • კვერცხი;
  • ყველი და რძე;
  • ციტრუსი;
  • წითელი და მწვანე წიწაკა;
  • პომიდორი;
  • მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
  • მთლიანი მარცვლეული;
  • თხილეული;
  • მოლუსკი.

 

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/the-best-way-you-can-get-more-collagen