რა ტიპის ნიშნები ახასიათებს დაბალ თვითშეფასებას?
თვითშეფასება ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარია - ეს არის დამოკიდებულება შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისადმი, გარეგნობისადმი.
ხშირად ჩვენი ქცევა ჩვენივე თვითშეფასებითაა ნაკარნახევი.
თვითშეფასება გავლენას ახდენს პიროვნებაზე, კარიერულ თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე.
თვითშეფასების ფონზე იცვლება და ყალიბდება ადამიანების დამოკიდებულება, ქცევა თქვენდამი.
თვითშეფასება გეხმარებათ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, კარიერულ მისწრაფებებში, მიზნის დასახვაში... სწორედ ამიტომ დაბალი თვითშეფასება სერიოზული პრობლემაა - დაბალი თვითშეფასების გამო ადამიანი უარყოფითადაა განწყობილი საკუთარი თავისადმი, გამუდმებით თვითკრიტიკაშია და მიღწეული წარმატებით ტკბობაც კი უჭირს.
დაბალი თვითშეფასების ნიშნებია:
- არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, არ ენდობით საკუთარ თავს;
- უარყოფითი სოციალური შედარება. ყოველთვის გეჩვენებათ, რომ წარმატებას არ იმსახურებთ და სხვაზე ნაკლები ხართ;
- გიჭირთ დახმარების თხოვნა;
- გამუდმებით ნერვიულობთ და ეჭვობთ;
- გიჭირთ კომპლიმენტის მიღება;
- საკუთარ თავზე ყოველთვის უარყოფითად საუბრობთ;
- წარუმატებლობის გეშინიათ;
- წარმატებულ მომავალს ვერ ხედავთ;
- საზღვრის გავლება გიჭირთ;
- ყოველთვის ცდილობთ სხვებს ასიამოვნოთ.
წყარო:
https://www.verywellmind.com/signs-of-low-self-esteem-5185978