განავლის დარბილების ბუნებრივი მეთოდები

განავლის დარბილების ბუნებრივი მეთოდები

შეკრულობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია მსოფლიოს მასშტაბით.

მკურნალობის მეთოდი შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტებს, ცხოვრების სტილის შეცვლას.

საფაღარათო საშუალება სასურველია მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან თვითმკურნალობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება იმის რისკი, რომ მედიკამენტზე დამოკიდებული გახდეთ; ამასთან, საფაღარათო საშუალებები გამოირჩევა რიგი გვერდითი ეფექტებით, მაგალითად, შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, შებერილობა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი.

განავლის დარბილებაში დაგეხმარებათ შემდეგი ბუნებრივი მეთოდები:

  • ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები;
  • ვარჯიში;
  • პრობიოტიკები;
  • ალოე ვერა;
  • ზეითუნის ზეთი.

ამ მეთოდებით მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს რამდენიმე საათში ან დღეში.

თუ კუჭის მოქმედება არ გაუმჯობესდება 1 კვირის განმავლობაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/natural-stool-softeners