ემოციური მიჯაჭვულობა

ემოციური მიჯაჭვულობა

რა არის ემოციური მიჯაჭვულობა?

ემოციური მიჯაჭვულობა ეს არის საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილი. მიჯაჭვულობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ადამიანებთან დაკავშირების პროცესში.

შეიძლება ემოციური მიჯაჭვულობა გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან, ყოველგვარი რომანტიკული თუ ინტიმური კავშირის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ ეს შეგრძნება ყალიბდება მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის გარემოცვაში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, კომფორტულად ხართ, ბედნიერ წუთებს გჩუქნით. დიახ, მიჯაჭვულობის ზოგიერთი დონე ურთიერთობაში უსაფრთხო და ნორმალურია, თუმცა ზოგჯერ ეს პათოლოგიად იქცევა და არაჯანსაღი კავშირების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

მაგალითად, ემოცია არაჯანსაღია თუ თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის პატივისცემას განსაზღვრავთ იმის მიხედვით თუ როგორია საყვარელი ადამიანის დამოკიდებულება ან ყურადღება თქვენდამი.

თუ სიცარიელეს გრძნობთ და შფოთვას ან დეპრესიას უჩივით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მისამართით სიყვარულს აღარ გამოხატავს და გუნება-განწყობილება მაშინვე გიუმჯობესდებათ თუ კვლავ კომპლიმენტს გეტყვით ან საჩუქარს მოგართმევთ, ემოციური მიჯაჭვულობა სახიფათო სტადიაზეა.

ეს საშიში მდგომარეობაა, რადგან მარტივი ნადავლი აღმოჩნდებით მანიპულატორის ხელში, მას გაუმარტივებთ თქვენზე მანიპულირებას.

ზოგჯერ ემოციური მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ პიროვნება დამოკიდებული ხდება პარტნიორის განწყობაზე, სურვილზე, კონტროლს კარგავს ურთიერთობაზე.

ემოცია უნდა აკონტროლოთ თუ ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ, რომ ცხოვრების რიტმი შეცვალეთ პარტნიორის კეთილდღეობის გამო, გეჩვენებოდათ თითქოს მის გარეშე ფუნქციონირება არ შეგეძლოთ ან არ იცოდით რა უნდა გეკეთებინათ თუ თქვენი ცხოვრებიდან წავიდოდა.

წყარო: 

https://www.healthline.com/health/mental-health/emotional-attachment