რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ნიგოზი?
ნიგოზი ორგანიზმს ამდიდრებს ჯანსაღი ცხიმით, საკვები ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალებით.
ნიგოზი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას - ამ გემრიელი პროდუქტის დახმარებით, მნიშვნელოვნად იზრდება იმ არაერთი სასარგებლო ბაქტერიის დონე, რომლის მთავარი თვისებაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა.
ორგანიზმის მიკროფლორა მჭიდროდაა დაკავშირებული ჯანმრთელობის ბევრ ასპექტთან (ასაკის მატება, ართრიტი, დეპრესია, გულის პრობლემები და სხვა), შესაბამისად, აუცილებელია ვიზრუნოთ მასზე, არ შევიტანოთ დისბალანსი. ნიგოზი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი.
წარმოგიდგენთ სხვა სასარგებლო თვისებებს:
- მდიდარია ანტიოქსიდანტებით, დადებით გავლენას ახდენს უჯრედზე;
- შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას;
- ამცირებს ანთების დონეს;
- ჩინებულად ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს;
- გეხმარებათ მადის კონტროლში;
- ამცირებს დიაბეტი ტიპი ორის ჩამოყალიბების რისკს;
- აქვეითებს არტერიულ წნევას;
- აუცილებელია ტვინისთვის;
- სასარგებლოა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისთვის.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/benefits-of-walnuts