ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა

ეს არის კლინიკა, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის და ექიმების მთელი თაობები აღიზარდა, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქალაქის ისტორიულ-კულტურული ძეგლების ნუსხაშია შეტანილი. კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იწყება. თავდაპირველად, საავადმყოფო 30 საწოლზე იყო გაშლილი. მოგვიანებით, საწოლების რიცხვი 55-მდე გაიზარდა, ხოლო 1920 წელს კლინიკა გაფართოვდა და საწოლების რაოდენობამ 120-ს მიაღწია.

1919 წელს ეწოდა ქალაქის #2 საავადმყოფო;

1934 წლიდან, რეკონსტრუქციის შემდეგ, მან ფუნქციონირება განაგრძო, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების #2 კლინიკურმა საავადმყოფომ.

1988 წლიდან საავადმყოფო საკუთრებაში გადაეცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს.

1992 წლის დეკემბერში კლინიკა დაფუძნდა როგორც თსსუ-ს სტრუქტურული ერთეული და ეწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის #1 კლინიკა.

2009 წლიდან ეწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიკოს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა;

2013 წლიდან შპს “ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა”.

1921 წლის 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით ალექსანდრეს საავადმყოფოს ბაზაზე დაარსდა სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

1941 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრა განთავსდა თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების II საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ბაზაზე და მას ხელმძღვანელობდა პროფესორი ეფრემ ზაქარაია (1940-1947); შემდგომ – პროფესორი დავით იოსელიანი (1047-1967), პროფესორი მიხეილ ჩაჩავა (1967-1979), პროფესორი გიორგი (გოგი) ბოჭორიშვილი (1979-1981), პროფესორი გივი გონჯილაშვილი (1981-1999); 2009 წლიდან ზოგადი ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი არის სრული პროფესორი თამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ამავე დროს კლინიკის კლინიკური დირექტორია. 2013-2015 წლებში კლინიკას  ჩაუტარდა სრული სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები და აღიჭურვა პროგრესული, ულტრათანამედროვე აპარატურით. განახლებული კლინიკა 2015 წლის 17 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა.ეს  არის უძველესი ტრადიციებისა და ინოვაციური იდეების მქონე კლინიკა.პაციენტის უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია.გამოცდილი ექიმები,საიმედოობა,სასიამოვნო გარემო აქ ყველაფერია იმისათვის,რომ პაციენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

სერვისები

ტექნოლოგიები

ექიმები

ტეგები: