ოფთალმოლოგია უზრუნველყოფს ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის ოფტოლმოლოგიური სერვისების ფართო სპექტრის მიწოდებას, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, როგორც ზოგადი ოფთალმოლოგიის, ასევე ქირურგიული ოფთალმოლოგიის. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ოფთალმოლოგია ხელს უწყობს თვალის ან მხედველობის დაავადებების სწრაფ-სწორ დიაგნოსტიკას და შესაბამისი მკურნალობის მეთოდის არჩევას. მცირე ინვაზიური ოპერაციებთან ერთად ოფთალმოლოგიაში გამოიყენება ლაზერული თერაპია, ფოტოდინამიური თერაპია, რქოვანას რეკონსტრუქცია ან გადანერგვა, ბოტულოტოქსინის ინიექციები (როგორც არა-კოსმეტიკური მკურნალობა) და ტრავმული დაზიანებით გამოწვეული დარღვევების მკურნალობა.
ოფთალმოლოგი ამოწმებს პაციენტის მხედველობის ხარისხს და აწარმოებს ისეთი პათოლოგიების მკურნალობას, როგორიც არის:
- დაავადებები რომლებიც იწვევენ მხედველობის დაკარგვას (კატარაქტა, პრესბიოპია, შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმი, კერატოკონუსი და სხვა)
- თვალის დაავადებები (გლაუკომა, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულოპათია, თვალის სიმშრალე, სიელმე, პროპტოზი (ეკზოფთალმი), ცრემლიანი თვალი (ჭარბი ცრემლდენა), უვეიტი, თვალის სიმსივნე და სხვა)
- თვალის თანდაყოლილი ანომალიები (კოლობომა, მიკროფთალმია, ანოფთალმია, პტოზი (ზედა ქუთუთოს დაწევა), ნისტაგმი (თვალის კაკლებისუნებლიე, რითმული მოძრაობა) და სხვა)