რადიოლოგია უზრუნველყოფს გამოსახულებების საშუალების თავის ტვინის, გულმკერდის ორგანოების, შარდ-სასქესო, კუჭ-ნაწლავის, სისხლძარღვოვანი და ძვალ-კუნთოვანი სისტემის გამოკვლევას და მიღებული გამოსახულებების ინტერპრეტაციას. რადიოლოგიური გამოკვლევების შედეგები ეხმარებიან მკურნალ ექიმს სწორი და დროული დიაგნოზის დასმაში. მჭიდრო ურთიერთობა რადიოლოგებს და მკურნალ ექიმებს შორის უზრუნველყოფს ადრეულად ზუსტი დიაგნოზის დასმას, რაც ხელს უწყობს ეფექტურ მკურნალობას და უკეთესი შედეგების მიღწევას. რადიოლოგია აგრეთვე უზრუნველყოფს ვიზუალური კონტროლის ქვეშ მინიმალურად-ინვაზიური საკმურნალო ან დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარებას. რადიოლოგიის მიზანი არის პაციენტის ცხოვრების ხარისხის ამაღლება პათოლოგიური მდგომარეობების ადრეულ ეტაპზე გამოვლენით და მკურნალობით დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციის საშუალებით.
სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდები:
- რენტგენი
- ძვლის სიმკვრივის სკანირება - დენსიტომერია
- კტ - კომპიუტერული ტომოგრაფია
- მრტ - მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია
- ციფრული მამოგრაფია
- ექო
- ბირთვული მედიცინა
ბირთვული მედიცინა
ბირთვული მედიცინა არის სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდი რომელიც იყენებს გამოსახულების მიღებისთვის რადიოაკტიური პრეპარატების მცირე დოზებს, რომლებსაც პაციენტი იღებს ინიექციის, ჩასუნთქვის და გადაყლაპვის გზით. მეთოდი გამოიყენება დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, მათი სიმძიმის დადგენისთვის ან მკურნალობისთვის. ბირთვული მედიცინის პროცედურები უმტკივნეულოა; ისინი აძლევენ უნიკალური ინფორმაციის მიღების საშუალებას, რომელიც ვერ მიიღება სხვა რადიოლოგიური მეთოდებით, შეშაძლებელი ხდება დაავადების დიაგნოსტირება მაქსიმალურად ადრეულ სტადიაზე ინვაზიური ქირურგიის ან უფრო რთული დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარების გარეშე.
გამოკვლევის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა მიიღოს დიდი რაოდენობა წყალი. მიღებულია რადიოაქტიური პრეპარატი დროსთან ერთად კარგად თავის რადიოაკტიურ თვისებებს და გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდისა და განავალთან ერთად ტესტირებიდან პირველი რამდენიმე საათის/დღის განმავლობაში.