თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს თუ რა ასაკში იწყებს ბავშვი საუბარს.
რეალურად პატარა ადამიანები კომუნიკაციას გაცილებით ადრე ამყარებენ, ვიდრე მეტყველებას დაიწყებენ, მაგალითად, მოსმენით, გააზრებითა და მითითებით.
მეტყველების განვითარების ეტაპი ყველა ბავშვში ინდივიდუალურია, მაგალითად, ზოგიერთი მოსალოდნელზე ადრე იწყებს საუბარს და ზოგიც გაცილებით გვიან. ოქროს წესი არ არსებობს, თუმცა ბავშვების უმეტესობა პირველ სიტყვას 12-დან 18 თვემდე ასაკში ამბობს. ლექსიკონი იზრდება 18-დან 24 თვემდე ასაკში. 2 წლის ასაკში ბევრი პატარა უკვე იწყებს სიტყვების გაერთიანებას და მარტივი ფრაზების წარმოთქმას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ საშვილოსნოში მყოფ 18 კვირის ნაყოფს ესმის ხმა.
სტატისტიკურად, ზოგადი მონაცემი ასეთია:
წყარო:
https://www.astrongstart.com/when-do-toddlers-start-talking-toddler-speech-and-speech-delay-guide/
