ენდოსკოპია

ენდოსკოპია

ენდოსკოპია უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევასა და მკურნალობას. ენდოსკოპია საუკეთესო მეთოდია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის. ეს არის ღრუიანი ან მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი ენდოსკოპის გამოყენებით. ენდოსკოპი შეყავთ ორგანოებსა და ღრუებში შემდეგი გზებით: კუჭში-პირის ღრუდან და საყლაპავიდან, ბრონქებსა და ფილტვებში - ხორხიდან, შარდის ბუშტში - შარდსაწვეთი მილიდან. საჭიროების შემთხვევაში ხდება ოპერაციული მიდგომა (ლაპარასკოპია და სხვა).

ენდოსკოპიის სახეებია:

  • ბრონქოსკოპია – ბრონქების დათვალიერება;
  • გასტროსკოპია – კუჭის დათვალიერება;
  • ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება;
  • კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება;
  • ლაპარასკოპია – მუცლის ღრუს დათვალიერება;
  • ოტოსკოპია – გარეთა სასმენი მილის დათვალიერება;
  • რექტორომანოსკოპია – სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის დისტალური ნაწილის დათვალიერება;
  • ურეთეროსკოპია – შარდსაწვეთის;
  • ქოლანგოსკოპია – ნაღვლის სადინრების;
  • ცისტოსკოპია-შარდის ბუშტის;
  • ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის;
  • კარდიოსკოპია – გულის კამერების;
  • ანგიოსკოპია – სისხლძარღვების;
  • ართროსკოპია – სახსრების;
  • ვენტრიკულოსკოპია – ტვინის პარკუჭების;

ექიმები

კლინიკები