კტ სკანირება წარმოადგენს გართულებულ რენტგენ-ტესტს, რომელიც წარმოქმნის ადამიანის ორგანიზმის ნაწილების მრავლობით გამოსახულებას. კტ აძლევს საშუალებას შინაგანი ორგანოების, რბილი ქსოვილების, სისხლძარღვების, თავის ტვინის და ძვლების საკმაოდ დეტალური გამოსახულების მიღების.
სკანირება წარმოებს განივ ჭრილში, შემდგომ კომპიუტერის დახმარებით ხდება მიღებული მონაცემების რეფორმატირება და სამგანზომილებიან გამოსახულების მიღება. გამოსახული შესაძლოა დაიბეჭდოს სურათების სახით და ჩაიწეროს CD ან DVD დისკზე შემდგომი განხილვისთვის მკურნალ ექიმთან.
სპეციალიზირებული აღჭურვილობის და გამოცდილების გამოყენებით პაციენტის სხეულის კტ გამოსახულების მიღების და ინტერპრეტაციისთვის, ექიმ-რადიოლოგს შეუძლია კარდიოვასკულური, საყრდენ-მამოძრავებელი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევების, ანთებითი ან ინფექციური დაავადებების, შინაგანი სისხლდენის, ტრავმის შედეგების, სიმსივნის, ინსულტის და სხვა პრობლემების დიაგნოსტირება.
კტ აგრეთვე გამოიყენება:
-ბიოპსია და სხვა ინტერვენციული პროცედურები როგორიც არის აბსცესის დრენირება ან მინიმალურად-ინვაზიური კიბოს მკურნალობა.
-ოპერაციების დაგეგმარება და შედეგების შეფასება
-კიბოს სტადიის დადგენა, მისი რადიაციული მკურნალობის დადგეგმარება და დინამიური ადმინისტრირება.
-ძვლების მინერალური სიმკვრივის გაზომვა და ოსტეოპოროზის გამოვლენა.
კტ სკანირება არის სწრაფი, არაინვაზიური და ზუსტი. მრტ-თან შედარებით ის უფრო იაფია და ნაკლებად მგრდძნობიარე პაციენტის მოძრაობის მიმართ.
რამდენიმე რისკი რომელიც უნდა გათვალისწინებული იყოს:
-სკანირების დროს პაციენტი იღებს რადიაციული გამოსხივების გარკვეულ დოზას რის გამოც კტ-ს ჩატარება ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის.
-ბავშვები უფრო მგრძნობიარები არიან რადიაციული გამოსხივების მიმართ. მათ არ უნდა ჩაუტარდეთ კტ მანამ სანამ ეს არ არის მნიშვნელოვანი დიაგნოზის დასმისთვის. ნამეორებით კტ სკანირება არ უნდა ჩატარდეს თუ არ არის აბსოლუტური აუცილებლობა ამის.
-თუ გაჩნდა ინტრავენული კონტრასტირების აუცილებლობა სკანირების დროს აუცილებელია გამოკვლეული იყოს პაციენტის თირკმლების ფუნქცია.