რა არის ფორმიკაცია?
ფორმიკაცია ტაქტილური ჰალუცინაციაა, რომლის დროსაც პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს კანზე ან კანქვეშ მწერები დაცოცავენ.
ტაქტილური ჰალუცინაცია ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უჩივის ფიზიკურ შეგრძნებას, თუმცა ფიზიკური მიზეზის გარეშე.
ფორმიკაცია ხშირად ჩნდება შემდეგი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობების გამო:
- შიზოფრენია;
- ბიპოლარული აშლილობა;
- დეპრესია;
- შფოთვა;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
- შფოთვითი დარღვევით მიმდინარე დაავადება.
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
- ნევროლოგიური პათოლოგიები;
- ჰიპერთირეოზი;
- ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
- ფოლატის დეფიციტი;
- დიაბეტი;
- ნეიროპათია;
- სიფილისი;
- ტუბერკულოზი;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- მენოპაუზა.
ფორმიკაციის გამო ადამიანები მიდრეკილები ხდებიან მოფხანვისკენ, მოქავებისკენ, რაც გაჩხაპნის/გაკაწვრის რისკს ზრდის - სამწუხაროდ, კანის მთლიანობის დარღვევისას ბაქტერია მარტივად აღწევს ორგანიზმში და ინფიცირების საფრთხე იზრდება.
ასევე მოსალოდნელია სხვა ტიპის გართულებებიც:
- დაღლილობა;
- უძილობა;
- დეპრესია;
- შფოთვა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
წყარო: