ყურის ქავილი

ყურის ქავილი

რა იწვევს ყურის ქავილს?

ყური ზედმეტად სენსიტიური ორგანოა და ქავილს შესაძლოა უჩიოდეთ ყოველგვარი სპეციფიკური მიზეზის გარეშეც კი. თუმცა ამ სიმპტომის ჩამოყალიბებას შესაძლებელია ხელს უწყობდეს ალერგია, ინფექცია თუ ყურის გოგირდის დაგროვება.

ყური შეიცავს უამრავ მგრძნობიარე ნევროლოგიურ ბოჭკოს, შესაბამისად, სხეულის ამ არეში მომატებული სენსიტიურობა გასაკვირი არაა.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მშრალი კანი ყურის არეში;
  • ფსორიაზი;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • გამონაყარი;
  • გოგირდის დაგროვება;
  • ყურის არხის დერმატიტი;
  • იყენებთ სმენის აპარატს;
  • გარეთა ყურის ინფექცია;
  • ყურის სოკოვანი ინფექცია;
  • შუა ყურის ინფექცია.

ყურის ქავილთან ერთად შესაძლოა უჩიოდეთ სხვა სიმპტომებსაც, კერძოდ:

  • ყელის ქავილი;
  • გამონაყარი;
  • კანის სიწითლე;
  • ყურში ხმაური;
  • შეგრძნება თითქოს ყური დახშული გაქვთ.

ინფექციის შემთხვევაში ყურის ქავილს ერთვის შემდეგი ნიშნები:

  • სიცხე;
  • ყურის შეშუპება;
  • ტკივილი;
  • ყურიდან გამონადენი, მაგალითად, ჩირქი;
  • ყურში ხმა ნორმალურად არ გესმით.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/itchy-ear