ფინური საუნა

ფინური საუნა

ფინური საუნა სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმის მდგომარეობაზე, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ფინური საუნა საუკეთესო საშუალებაა კუნთების აღსადგენად, რაც განპირობებულია კუნთებში დაგროვილი რძის მჟავის გამოდევნითა და მისი გლიკოგენად გარდაქმნით. სწორედ ამიტომ საუკეთესოა სპორტული აქტივობების შემდეგ, ძალების აღსადგენად.

ფინური საუნის სამშობლოა სკანდინავია. ის უძველესი დროიდან არის ცნობილი და ასწლეულების განმავლობაში სრულიად დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს.

ფინური საუნა ხელს უწყობს:

  • ნივთიერებათა ცვლას და რეგენერაციის პროცესს;
  • ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;
  • აძლიერებს სისხლის მიმოქცევას;
  • საუკეთესო საშუალება კუნთების აღსადგენად;
  • ეფექტურია სპორტული აქტივობის შემდგომ, კომპლექსური გამოყენებისას;
  • ხსნის სტრესს;

ტენიანობა – 45-50%; ტემპერატურა 95-100℃; დრო – 10-20 წთ.