ინტუბაცია

ინტუბაცია

რა არის ინტუბაცია?

ინტუბაცია სამედიცინო მანიპულაციაა, რომლის დროსაც მედიკოსს პირის ღრუში ან ცხვირში ენდოტრაქეალური მილი შეჰყავს - მთავარი მიზანია პაციენტს სუნთქვა გაუუმჯობესდეს.

ძირითადად, გამოიყენება ანესთეზიის დროს (ოპერაციისას) და სასუნთქი გზების სამართავად, გაცილებით კრიტიკული პაციენტების მკურნალობისას. გადაუდებელ კლინიკურ შემთხვევებში და ზოგიერთი დაავადებისას ინტუბირება სიცოცხლის გადარჩენის ფორმაა.

ოროტრაქეალური ინტუბაცია გამოიყენება შემდეგი მიზნით:

  • სასუნთქი გზების გახსნა ჟანგბადის მოსამარაგებლად, ანესთეზიის დროს, მედიკამენტის შესაყვანად;
  • ფილტვის კოლაფსის, გულის უკმარისობის, კორონავირუსის, მწვავე ტრავმის, პნევმონიის ან ემფიზემას მქონე პაციენტებში სუნთქვის ხელშესაწყობად;
  • ინსულტის, ზედოზირების ან ძლიერი სისხლდენისას ოროტრაქეალური ინტუბაცია ფილტვს სითხის ჩადინებისგან იცავს.

ნაზოტრაქეალური ინტუბაციის მიზანია:

  • ტრავმის მქონე პაციენტებში სასუნთქ გზებს ზედმეტი დაზიანებისგან იცავს;
  • ქირურგიული ოპერაციისას ანესთეზიისთვის.

ინტუბაციის შემდეგ ზოგიერთი პაციენტი მსუბუქ სიმპტომებს უჩივის, მაგალითად, ყელის ტკივილსა და ხმის ჩახლეჩას. ზოგიერთ ადამიანს არაფერი აწუხებს და წარმოდგენა არ აქვს ინტუბაცია თუ ჩაუტარდა.

ინტუბაცია ვერ გახორციელდება შემდეგი ტიპის კლინიკურ შემთხვევებში:

  • კისრის და ხერხემლის დაზიანება;
  • ხახის ბლოკირება;
  • ტრავმა სახის ან თავის არეში.

 

 

წყარო:  

https://www.verywellhealth.com/what-is-intubation-and-why-is-it-done-3157102