სიცხისგან გამოფიტვა - რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ დარტყმას?

სიცხისგან გამოფიტვა - რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ დარტყმას?

რისკ-ფაქტორები და გამომწვევი მიზეზები.

სიცხისგან გამოფიტვა, სითბური დარტყმა ვლინდება ცხელი ამინდის, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს. 

პირველივე უსიამოვნო სიმპტომის გამოვლენისთანავე აუცილებელია სასწრაფოდ გადახვიდეთ ჩრდილში და სხეული გაიგრილოთ; თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.

ძირითადი გამომწვევი მიზეზია ის, რომ ვარჯიშობთ ან მუშაობთ ისეთ გარემოში, სადაც ტემპერატურა მაღალია. 

დამახასიათებელი სიმპტომებია: 

• ძლიერი ოფლიანობა; 
• ცივი, წებოვანი კანი;
• კუნთების სპაზმი;
• თავის ტკივილი; 
• თავბრუსხვევა; 
• დაღლილობა და სისუსტე; 
• წყურვილის გრძნობა;
• გულისრევა ან ღებინება; 
• ტაქიკარდია; 
• სწრაფი და სუსტი პულსი;
• სწრაფი, ღრმა სუნთქვა; 
• სხეულის მაღალი ტემპერატურა. 

სიცხისგან გამოფიტვის მაღალი რისკი გაქვთ შემდეგი ფაქტორების გამო: 

• მუშაობთ გარე სივრცეში ცხელი ამინდის დროს; 
• ვარჯიშობთ ცხელ ამინდში; 
• სადაც ცხოვრობთ იმ ტემპერატურასთან შედარებით მოგიწიათ ისეთ ქვეყანაში მოგზაურობა, სადაც ამინდი გაცილებით ცხელია; 
• 65 წელს გადაცილებული ხართ და სიცხეში ეწევით ძლიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობას.

 

 

 წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21480-heat-exhaustion