სხეულის ნებისმიერი დაზიანების შემდგომ (ოპერაცია, სხვადასხვა სახის ტრავმა, აკნე და სხვა სახის გამონაყარი, დამწვრობა) კანზე ყალიბდება ნაწიბური. კანის ნაწიბური შეიძლება იყოს ატროფიული, ნორმოტროფიული, ჰიპერტროფიული და კელოიდური. ძირითადად ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული რა სახის ნაწიბური განვითარდება. ნაწიბურების სრულად გაქრობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მათი ნაკლებ შესამჩნევად გადაქცევა. რეკომენდირებულია ნაწიბურებზე ოპერაციული ჩარევა 1 წლის შემდგომ, რადგან ეს დრო ესაჭიროება მათ საბოლოო ჩამოყალიბებას.
ნაწიბურების ოპერაციული მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს: ამოკვეთა, კანის გადანერგვა ან როტაციული, შემობრუნებული კანის უბნით ნაწიბურის დაფარვა. ასევე სპეციალური მოწყობილობით, ექსპანდერით კანის გაჭიმვა.