გულმკერდის ტკივილი წყლის სმის შემდეგ

გულმკერდის ტკივილი წყლის სმის შემდეგ

სითხის მიღების ფონზე გამოვლენილი გულმკერდის ტკივილი საყურადღებო მდგომარეობაა.

იგი გავრცელებული ჩივილია - ზოგიერთი ადამიანი გრძნობს ყრუ ტკივილს, ხოლო სხვებისთვის დისკომფორტი გაცილებით უფრო მწვავეა.

გულმკერდის ტკივილი გამოგივლინდებათ თუ წყალს დალევთ ზედმეტად სწრაფად ან დიდი რაოდენობით. მსგავს შემთხვევაში ჩივილის გამომწვევია საყლაპავი მილის ზედმეტი დაჭიმულობა.

ამ ფორმის გულმკერდის ტკივილი დროებითია; მდგომარეობა მაშინვე გაუმჯობესდება როგორც კი წყალს ნორმალური დოზითა და ინტერვალით მიიღებთ.

წყლის გამო გულმკერდის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციას:

  • ნელა დალიეთ;
  • წყალი ხშირად დალიეთ და მცირე რაოდენობით;
  • წამოჯექით ან ფეხზე წამოდექით და ისე დალიეთ;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ოთახის ტემპერატურის წყალს;
  • ჭამის შემდეგ წყალს ნუ დალევთ დიდი რაოდენობით.

    წყარო:

    https://docus.ai/symptoms-guide/chest-pain-after-drinking-causes-and-seeking-relief