კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სავარაუდოდ, ხშირად გესმით სიტყვები - ანტიგენი და ანტისხეული; თუმცა შესაძლოა ბევრ ადამიანს ამ ტერმინების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდეს. სტატიაში ასევე მოგითხრობთ კორონავირუსის დიაგნოსტირების მეთოდებზე.
დღეიდან შესაძლებლობა გეძლევათ ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაიტაროთ თბილისში,აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიაში, რომელიც „აჯიბადემის“ (უმსხვილესი თურქული კლინიკათა ქსელი) ლაბორატორიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
მიმართეთ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიას, გაარკვიეთ გადაიტანეთ თუ არა კორონავირუსი, გაიგეთ სწორი დიაგნოზი - მიიღეთ უტყუარი, სანდო და ზუსტი კვლევის პასუხი (მგრძნობელობა 95%, სპეციფიკურობა 98%).
კორონავირუსის დიაგნოსტირების მეთოდები
კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სამი ტიპის ლაბორატორიული მეთოდი, კერძოდ:
- მოლეკულური დიაგნოსტირება, იგივე PCR;
- ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი;
- ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი.
PCR ტესტი
PCR ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმოლეკულური ტესტირების მეთოდს რესპირაციული ვირუსების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს უწოდებენ, რადგან საშუალებას გვაძლევს ვირუსი ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ.
როცა შედეგი დადებითია, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანს ეს ინფექცია აქვს.
სწრაფი ტესტები
არსებობს 2 ტიპის სწრაფი ტესტი.
ერთ-ერთია ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტი. აღნიშნული ლაბორატორიული კვლევის დროს ვეძებთ 2 ტიპის ანტისხეულს და ესენია - იმუნოგლობულინი G და M.
თუ იდენტიფიცირდა იმუნოგლობულინი M ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მძიმე, მწვავე ფაზაშია. კორონავირუსის დროს იმუნოგლობულინი M, როგორც წესი, ჩნდება დაინფიცირების მე-5, მე-7 დღეს.
ხოლო თუ ანალიზის პასუხმა აჩვენა იმუნოგლობულინი G ეს ნიშნავს, რომ პირმა ინფექცია გადაიტანა.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის სწრაფი ტესტი, რომელიც ცნობილია ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის სახელწოდებით. PCR-ის მსგავსად ანტიგენის ტესტი ვირუსს ავლენს აქტიურ ფაზაში.
რა არის ანტისხეული?
ანტისხეულს იმუნოგლობულინური ბუნების ცილის სახელწოდებითაც იცნობენ და წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ.
ანტისხეულების სინთეზს აწარმოებს B-ლიმფოციტები.
ანტისხეული დამცავი ცილაა, რომელსაც იმუნიტეტი წარმოქმნის.
როცა ორგანიზმში უცხო ნივთიერება, ანუ ანტიგენი იჭრება, იმუნური სისტემა ორგანიზმის დაცვის მიზნით, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
რა არის ანტიგენი?
ანტიგენი არის ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება, ჩვეულებრივ, ცილა ან ცილის კომპლექსი, რომლის გამოც, რომლის საპასუხოდაც ორგანიზმში სპეციფიკური ანტისხეულებიწარმოიქმნება.
ანტიგენი ეწოდება ნებისმიერნივთიერებას, სუბსტანციას, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომ წარმოქმნას ანტისხეულები მის წინააღმდეგ.
ნებისმიერი უცხო პათოგენეზი (ბაქტერია და ვირუსი),ქიმიური ნივთიერებები, ტოქსინები, ყვავილის მტვერი თუ სხვა, ორგანიზმისთვის ანტიგენია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: ilabgeo@gmail.com