რა არის ოვულაცია?
ოვულაცია მენსტრუალური ციკლის ფაზაა, რომლის დროსაც საკვერცხე კვერცხუჯრედს გამოყოფს. ეს პროცესი მიმდინარეობს 28-დღიანი ციკლის მე-14 დღეს. ოვულაციის შესამოწმებლად მოწოდებულია კალენდრის გამოყენება, ცერვიკალური ლორწოს შემოწმება, ოვულაციის პრედიქტორ ნაკრებით სარგებლობა.
როდესაც კვერცხუჯრედი საკვერცხეს ტოვებს ფალოპის მილში ჩადის და სწორედ იქ ელოდება სპერმას გასანაყოფიერებლად. ოვულაციიდან მხოლოდ 12-24 საათია კვერცხუჯრედი „ცოცხალი“ და თუ სპერმა არ გაანაყოფიერებს, ორგანიზმი შეისრუტავს.
კვერცხუჯრედისგან განსხვავებით სპერმა სხეულში რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დაუცველი სექსი გექნებათ შესაძლოა დაორსულდეთ ოვულაციამდე 5 დღით ადრე ან ოვულაციიდან 1 დღის ვადაში. თუ დაორსულებას გეგმავთ გირჩევთ, რომ ოვულაციამდე სპერმა უკვე გქონდეთ ორგანიზმში. ფიზიოლოგიურად დაორსულების შანსი მაღალია, როდესაც წყვილს ინტიმური კავშირი აქვს ოვულაციამდე 1-2 დღით ადრე ან უშუალოდ ოვულაციის დღეს.
ოვულაციის სიმპტომებია:
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/23439-ovulation