დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ადამიანი გაცილებით მარტივად და ხშირად ავადობს
სუსტი იმუნური სისტემის ფონზე ორგანიზმს უჭირს სხვადასხვა ინფექციასთან თუ ანთებასთან გამკლავება.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია კვების რაციონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებისგან შედგებოდეს - ხშირად უნდა მიირთვათ ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები.
იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი ხილი:
- ფორთოხალი. მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. C ვიტამინი გიცავთ უჯრედის დაზიანებისგან, ორგანიზმში გამოყოფს საკმარისი რაოდენობის კოლაგენს, აქვეითებს სტრესის ჰორმონის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას;
- გრეიფრუტი. შეიცავს A და C ვიტამინებს, საკვებ ბოჭკოს. გრეიფრუტი სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვისაც. მის შემადგენლობაში 88% წყალია, შესაბამისად, ეს გემრიელი ხილი ორგანიზმს წყლით ამარაგებს, სხეულს გაუწყლოებისგან იცავს;
- მოცვი. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიჰისტამინებს, შესაბამისად, ამცირებს ანთებით პროცესს, მინიმუმამდე ამსუბუქებს ცივი სეზონისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. გრეიფრუტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის;
- ვაშლი. ვაშლი შეიცავს საკვებ ბოჭკოს და ბუნებრივ შაქარს. ვაშლის კანი მდიდარია კვერცეტინით - აღნიშნული ფლავონოიდი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ანთების დონეს;
- მსხალი. მსხალი შეიცავს C ვიტამინს, საკვებ ბოჭკოს, კალიუმსა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ფლავონოიდებს.
წყარო:
https://fruitguys.com/2019/10/5-fruits-that-boost-your-immune-system/