5 ხილი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა იმუნური  სისტემისთვის

5 ხილი, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის

დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ადამიანი გაცილებით მარტივად და ხშირად ავადობს

სუსტი იმუნური სისტემის ფონზე ორგანიზმს უჭირს სხვადასხვა ინფექციასთან თუ ანთებასთან გამკლავება.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია კვების რაციონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებისგან შედგებოდეს - ხშირად უნდა მიირთვათ ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები.

იმუნური სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი ხილი:

  •  ფორთოხალი. მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის. C ვიტამინი გიცავთ უჯრედის დაზიანებისგან, ორგანიზმში გამოყოფს საკმარისი რაოდენობის კოლაგენს, აქვეითებს სტრესის ჰორმონის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას;
  •  გრეიფრუტი. შეიცავს A და C ვიტამინებს, საკვებ ბოჭკოს. გრეიფრუტი სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვისაც. მის შემადგენლობაში 88% წყალია, შესაბამისად, ეს გემრიელი ხილი ორგანიზმს წყლით ამარაგებს, სხეულს გაუწყლოებისგან იცავს;
  •  მოცვი. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიჰისტამინებს, შესაბამისად, ამცირებს ანთებით პროცესს, მინიმუმამდე ამსუბუქებს ცივი სეზონისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს. გრეიფრუტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის;
  •  ვაშლი. ვაშლი შეიცავს საკვებ ბოჭკოს და ბუნებრივ შაქარს. ვაშლის კანი მდიდარია კვერცეტინით - აღნიშნული ფლავონოიდი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს ანთების დონეს;
  •  მსხალი. მსხალი შეიცავს C ვიტამინს, საკვებ ბოჭკოს, კალიუმსა და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ფლავონოიდებს.

წყარო:
https://fruitguys.com/2019/10/5-fruits-that-boost-your-immune-system/