როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები?
სტრესი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაქციას.
ქრონიკული სტრესის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის განვითარების რისკი.
სტრესის სიმპტომები ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და მაშინაც კი, როდესაც წარმოდგენა არ გაქვთ სტრესულ გარემოში რომ იმყოფებით, მაგალითად, თავის ტკივილს, უძილობას თუ კონცენტრაციის დაქვეითებას შესაძლოა რომელიმე დაავადებას აბრალებდეთ, თუმცა სავსებით შესაძლებელია ამ სიმპტომებს სტრესი იწვევდეს.
გაითვალისწინეთ, სტრესი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობილებაზე, ფიქრის უნარზე, გრძნობებსა და ქცევაზე.
სტრესისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი;
- შფოთვა;
- კუნთების ტკივილი;
- სიბრაზე;
- დიდი რაოდენობით საკვების მიღების სურვილი;
- მოუსვენრობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მოტივაციის ნაკლებობა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- დაღლილობა;
- კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები;
- მოწყენილობა;
- დეპრესია;
- არ გაქვთ სურვილი ივარჯიშოთ, ისეირნოთ და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/stress-management/in-depth/stress-
symptoms/art-20050987