გიყვართ ღამით ვახშმობა?
5 მიზეზი თუ რატომ არის მავნებელი გვიან ღამით კვება:
- ღამით კვების დროს სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონე იზრდება. ერთ-ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტში გამოიკვეთა, რომ მონაწილე პირების ორგანიზმში 8 კვირის განმავლობაში გვიან ჭამისა და წახემსების შედეგად გლუკოზის, ქოლესტეროლისა და ინსულინის მაჩვენებელი მომატებული იყო. სამწუხაროდ, ინსულინისა და გლუკოზის ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი სახიფათოა, რადგან სწორედ ამ რისკ-ფაქტორების ფონზე იზრდება დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი;
- ცნობილია, რომ ღამე ჭამის გამო ბევრი ადამიანი წონას იმატებს;
- გვიან ვახშმობა ვნებს კანის ბიოლოგიურ საათს, შესამჩნევი ხდება მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ;
- როდესაც სისხლში შაქრის დონე იზრდება კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, დონეც იმატებს - ჯაჭვური რეაქციის ფინალი ორგანიზმის ძილის საათის, ანუ ცირკადული რიტმის დარღვევაა, რაც უძილობით თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემებით გამოიხატება;
- ღამე კვება მავნებელია მეხსიერებისთვის.
წყარო:
https://www.water-for-health.co.uk/our-blog/2017/08/5-reasons-not-to-eat-late-at-
night/