B ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

B ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

რატომ არის სასარგებლო B ვიტამინი?

ვიტამინი B სხვადასხვა ტიპის ვიტამინს მოიცავს, რომელიც ერთად ჯამში ცნობილია B კომპლექსის სახელწოდებით. კომპლექსი 8 სახის ვიტამინს შეიცავს და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფუნქცია აკისრია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმში.

B კომპლექსის ვიტამინების დეფიციტის დროს ირღვევა ორგანოების, უჯრედების სათანადოდ ფუნქციონირების პროცესი, შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა დაავადებისა თუ მდგომარეობის განვითარების რისკი.

B ვიტამინის დეფიციტი უარყოფითად აისახება გულის, ტვინისა და სხვა ორგანოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მნიშვნელოვნად ქვეითდება როგორც ცხოვრების ხარისხი, ისე მენტალური მდგომარეობა.

B6 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია:

  •  ინფექციებით ხშირი ავადობა;
  •  შეშუპებული, მგრძნობიარე ენა;
  •  კანზე წყლულების გაჩენა;
  •  დაღლილობა;
  •  ხელებისა და ფეხების დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  •  დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანება;
  •  წითელი გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს;
  •  კრუნჩხვა;
  •  კონცენტრაციის დაქვეითება.

B9 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:

  •  დაღლილობა;
  •  გაცილებით მეტი ჭაღარა თმა;
  •  ენაზე გაჩენილი ჭრილობები;
  •  ენის შეშუპება;
  •  სისუსტე;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  ფერმკრთალი კანი;
  •  გაღიზიანება.

B12 ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები:

  •  ხელებსა და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება;
  •  დაღლილობა;
  •  სისუსტე;
  •  გუნება-განწყობილების ცვლილება;
  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  თავბრუსხვევა;
  •  ფერმკრთალი კანი.

B კომპლექსის ვიტამინების გავლენა ჯანმრთელობაზე:

  •  ორგანიზმში გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის;
  •  ჩართულია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესში;
  •  აძლიერებს იმუნიტეტს, ეხმარება იმუნური სისტემის ანტისხეულებს სათანადოდ იმუშაონ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ;
  •  აუმჯობესებს თმის, კანის, ფრჩხილების სტრუქტურას და სხვა.

B ვიტამინის დეფიციტის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს გარკვეული მდგომარეობები:

  •  ჩხვლეტის შეგრძნება ხელების, ფეხების არეში;
  •  პერიფერიული ნეიროპათია;
  •  ფსიქოზი;
  •  გულის შეტევა;
  •  ინსულტი.

წყარო:
https://www.everlywell.com/blog/b-vitamins/4-top-causes-of-vitamin-b-deficiency/