დაიკელით წონა დიეტისა და ვარჯიშის გარეშე - შესამჩნევი  შედეგი პირველივე კვირაში!

დაიკელით წონა დიეტისა და ვარჯიშის გარეშე - შესამჩნევი შედეგი პირველივე კვირაში!

გასწავლით კვების რეჟიმს, რომლის გამოც ერთი ზომით პატარა სამოსის შეძენა მოგიწევთ.

მოგეხსენებათ, ზედმეტი წონის დასაკლებად აუცილებელია ჯანსაღი კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ზოგიერთი ადამიანი ვარჯიშს ვერ ახერხებს.

გასწავლით გარკვეულ რეჟიმს, რომელიც სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

რეკომენდებულია:

  •  საკვები კარგად დაღეჭეთ, ნელა მიირთვით;
  •  არაჯანსაღი საკვებისთვის პატარა ზომის თეფშები გამოიყენეთ;
  •  ხშირად მიირთვით ცილით მდიდარი პროდუქტები;
  •  არაჯანსაღი საკვები, პროდუქტი, რომელიც კალორიულია და გასუქებთ, უნდა გადამალოთ - მაგალითად, თუ მაცივარში შოკოლადის ტორტი გექნებათ ბროკოლის ჭამის სურვილი ნამდვილად არ გაგიჩნდებათ. კალორიული პროდუქტი შეძლებისდაგვარად ისეთ ადგილზე შეინახეთ, რომ ხშირად არ გიწევდეთ მისი დანახვა;
  •  რაციონი გაამდიდრეთ ბოჭკოს შემცველი პროდუქტებით;
  •  დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
  •  კვებამდე ნახევარი საათით ადრე წყალი დალიეთ;
  •  შეამცირეთ ულუფა;
  •  არ მიირთვათ ტელევიზორის ყურების დროს ან თუნდაც კომპიუტერის წინ;
  •  მოერიდეთ სტრესს, აუცილებელია მშვიდი ძილი;
  •  მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრიანი სასმელი;
  •  შეუძლებელია ადამიანმა მხოლოდ კიტრი ან ვაშლი მიირთვას და რასაკვირველია, ზოგჯერ არაჯანსაღი პროდუქტების მიღების სურვილი ძლიერდება. ამ შემთხვევაში გირჩევთ კალორიული პროდუქტი წითელი თეფშიდან მიირთვათ;
  •  აკონტროლეთ მარილის დოზა;
  •  დილით აუცილებლად უნდა ისაუზმოთ;
  •  მოერიდეთ გვიან საღამოს კვებას.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/11-ways-to-lose-weight-without-diet-or-exercise