კანი ორგანიზმის სახეა.
განსაკუთრებული ზრუნვა სახის კანს სჭირდება, თუმცა გარკვეული ჩვევების გამო ნებით თუ უნებლიედ მას ვაზიანებთ - მავნე ჩვევების შედეგი კი ნაადრევი ნაოჭები, ხაზები, კანის სტრუქტურის დაქვეითება და სხვა უსიამოვნო სიმპტომებია.
კანისთვის განსაკუთრებით მავნებელია შემდეგი:
• გავიწყდებათ, რომ დაძინებამდე კანზე იზრუნოთ და ვიდრე ლოგინში კომფორტულად მოკალათდებით სახე გაიწმინდოთ. მთელი დღის განმავლობაში კანს შეხება ჰქონდა მტვერთან, ჭუჭყთან, თუმცა დროის უქონლობისა თუ სხვა მიზეზის გამო სახეზე ძილის წინაც კი არ ზრუნავთ (თუნდაც სახის დაბანა), შესაბამისად, ფორები ღამითაც არ იქნება სუფთა;
• სახის ზეთი დამატენიანებელი გგონიათ, ანუ დამატენიანებელი კრემის ნაცვლად მას იყენებთ;
• არ სარგებლობთ დამატენიანებელი კრემით;
• იყენებთ საჭიროზე მეტ კოსმეტიკურ ნაწარმს. ვიდრე კოსმეტიკაში ფულს დახარჯავთ კარგად გაარკვიეთ უხდება თუ არა თქვენი კანის ტიპს;
• გავიწყდებათ მობილური ტელეფონის გაწმენდა. დღის განმავლობაში მობილურის ეკრანი სხვადასხვა გარემოში "მოგზაურობს" და ყოველი საუბრისას მისი ბინძური ზედაპირი თქვენს ლოყას ეხება.
წყარო
https://timesofindia.indiatimes.com/life-style/beauty/5-habits-that-are-bad-for-
your-skin/articleshow/83747442.cms