მეხსიერება ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარია, რომელიც ერთსა და იმავე დროს ბიოლოგიური და შემეცნებითი პროცესია.
როდესაც მეხსიერება მნიშვნელოვნად ქვეითდება და იმდენად, რომ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ირღვევა, შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო. ექიმი გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შესაბამისი მკურნალობის კურსს დანიშნავს.
ასევე რამდენიმე მარტივი მეთოდით მეხსიერების გაუმჯობესებაა შესაძლებელი - სტატიაში სწორედ ამ ხერხზე ვსაუბრობთ.
რეკომენდებულია:
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში დადებითად აისახება არა მხოლოდ სხეულზე, არამედ ტვინის ფუნქციონირებაზეც. მეხსიერების გაუმჯობესებისთვის სასარგებლოა სეირნობაც;
- ავარჯიშეთ გონება და ამაში დაგეხმარებათ კროსვორდი, შემეცნებითი თამაშები, ფაზლი და სხვა;
- სოციალური ურთიერთობა დეპრესიისა და სტრესის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან, დაურეკეთ მეგობრებს, გაიხსენეთ ცხოვრების სასიამოვნო მომენტები;
- იყავით მეტად ორგანიზებული და მეხსიერებაც არ დაგაღალატებთ. შეგიძლიათ ღონისძიებების შესახებ ჩაინიშნოთ რვეულში, კონკრეტული თარიღი აღნიშნოთ კალენდარზე. როცა რაიმეს ჩაინიშნავთ, რამდენჯერმე ხმამაღლა წაიკითხეთ. საფულე, გასაღები, სათვალე და ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ, ერთსა და იმავე ადგილზე შეინახეთ;
- მეხსიერებისთვის ძალიან სასარგებლოა მშვიდი ძილი;
- ნურც კვების რაციონის მნიშვნელობას დაივიწყებთ. ჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, სასარგებლოა მეხსიერებისთვის. არაა რეკომენდებული ალკოჰოლი, რადგან დიდი დოზით ალკოჰოლური სასმელი ხელს უწყობს მეხსიერების დაქვეითებას;
- აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მართვა. ყოველთვის მიმოიხილეთ მედიკამენტი მკურნალ ექიმთან, რადგან ზოგიერთი წამალი შესაძლოა გავლენას ახდენდეს მეხსიერებაზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/healthy-aging/in-depth/memory-loss/art-20046518