რა არის თიაქარი?
თიაქარი, ჩვეულებრივ, ჩნდება მუცლის ღრუში ან საზარდულში. თიაქარი უცნაურ ამოზნექილობას მოგაგონებთ, რომელიც ამოდის და ჩადის სხვადასხვა აქტივობისა თუ პოზის ფონზე. მოსალოდნელია ზეწოლის შეგრძნება ან ყრუ ტკივილიც.
ზოგჯერ სიმპტომურია, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
როგორც წესი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
სხვადასხვა ტიპის თიაქარი არსებობს და ინდივიდუალურია სიმპტომებიც.
თიაქარი ყალიბდება მაშინ, როდესაც კუნთი ან შემაერთებელი ქსოვილი იმდენადაა შესუსტებული, რომ ორგანოსა თუ სხვა ქსოვილს ბარიერი აღარ ხვდება და ადგილს მარტივად იცვლის. ზოგჯერ ეს პროცესი თანდაყოლილია, ანუ ჩვილს დაბადებიდან აქვს, თუმცა უფრო ხშირად ცხოვრების მანძილზე ყალიბდება. ტრავმული დაზიანება, ქირურგიული ჩარევა, განმეორებითი აქტივობა ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია.
თიაქარი განსაკუთრებით ხშირია (ჩამოყალიბების რისკი მაღალია) შემდეგი რისკ-ფაქტორებისას:
- სამსახური, რომლის გამოც ადამიანს მძიმე ნივთების აწევა ან ბევრი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა უწევს;
- ქრონიკული ხველა ან ალერგია, რომელიც ქრონიკული ცემინების მიზეზია;
- ქრონიკული შეკრულობა და დაჭიმულობა მოშარდვისა თუ კუჭში გასვლის მიზნით;
- ჩაგიტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში ან მენჯის არეში;
- ორსულობა;
- ქრონიკული სიმსუქნე.
თანდაყოლილი თიაქარი მოსალოდნელია თუ ბავშვს აქვს:
- ცისტური ფიბროზი;
- შემაერთებელი ქსოვილის დარღვევა;
- პრობლემები რეპროდუქციულ ან საშარდე სისტემაში;
- სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა სათესლე პარკში;
- ბარძაყის დისპლაზია;
- ჩვილი დაიბადა ნაადრევად.
წყარო: