რატომ არ უნდა დალიოთ ხილის წვენი უზმოზე?

რატომ არ უნდა დალიოთ ხილის წვენი უზმოზე?

ორგანიზმისთვის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრი ჩვენგანის რაციონში ხილის წვენს შეუცვლელი ადგილი უკავია, გემრიელია
და სასარგებლო, თუმცა უზმოზე, მშიერ კუჭზე მისი მიღება ნამდვილად არ არის
რეკომენდებული.

რატომ არ შეიძლება ხილის წვენის მიღება ცარიელ კუჭზე?

უზმოზე, როდესაც კუჭი ცარიელია, ხილის წვენი სერიოზული ტვირთია პანკრეასისთვის. ფრუქტოზაც უარყოფითად აისახება ღვიძლის ფუნქციონირებაზე.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ცოცხალი ხილი გაცილებით მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, ხოლო გაწურვის პროცესში ზოგიერთი ჯანსაღი ბოჭკო იკარგება (მაგალითად, კანსა და რბილობში შემავალი). ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სავსებით შესაძლებელია ბოჭკოს დაკარგვის ფონზე ხილის წვენმა მნიშვნელოვნად მოამატოს სისხლში შაქრის მაჩვენებელი - ეს შედეგი არ დგება ცოცხალი ხილის მირთმევის დროს.

უზმოზე ხილის წვენის მიღება იმიტომაც არ არის სასარგებლო, რომ მჟავა გაცილებით მარტივად უტევს ცარიელ კუჭს.

წყარო:
https://www.healthshots.com/healthy-eating/nutrition/you-should-absolutely-avoid-
eating-these-5-foods-on-an-empty-stomach/