ბევრი ადამიანის საყვარელი პოზა მუცელზე ძილია, თუმცა რამდენად სასარგებლოა?
ძილის დროსაც კი კანს სუნთქვა სჭირდება - წარმოიდგინეთ, მთელი დღე გემსახურებათ და ღამეც კი ვერ ახერხებს სუფთა ჰაერით "იკვებოს".
მუცელზე წოლის დროს მთლიანი სახე ბალიშში გვაქვს ჩარგული - შედეგად, კანის ფოლიკულები იხურება. საბოლოო ჯამში, მაშინ, როდესაც კომფორტულად გძინავთ, კანის ფორები ბინძურდება, ჩნდება ხაზები.
ძილის ეს პოზა განსაკუთრებით მავნებელია აკნეს მქონე და აკნესკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, რადგან ბალიშის ზედაპირი იწოვს თითქმის ყველაფერს და ნებისმიერ მავნებელ ნივთიერებას პირდაპირ თქვენს კანს სთავაზობს.
გაითვალისწინეთ, ბალიშზე მჭიდროდ მიკრული სახის გამო ირღვევა კანის არეში სისხლის მიმოქცევის უნარი.
სამწუხაროდ, გამონაყართან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ნაადრევი ნაოჭების გაჩენის რისკიც.
წყარო:
https://timesofindia.indiatimes.com/life-style/beauty/this-is-how-your-sleeping-
position-can-affect-your-skin/photostory/65686066.cms?picid=65686067