თუ ფეხები შეშუპებული გაქვთ.
ფეხების უმტკივნეულო შეშუპება გავრცელებული ჩივილია. გარკვეული მეთოდებით დისკომფორტის შემსუბუქება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- დღეში დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთით ფეხები ჩაჰყავით მარილიან წყალში;
- დასვენების დროს გულის სიმაღლეზე ასწიეთ ფეხები;
- იმოძრავეთ. ხშირად შეშუპების მიზეზია ის, რომ დღის განმავლობაში დიდი ხნით გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა ან დგომა;
- მიირთვით მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები (ნუში, სოიოს ხაჭო, ისპანახი, შავი შოკოლადი, ბროკოლი, ავოკადო);
- რაციონში შეზღუდეთ მარილი;
- თუ ხართ ჭარბწონიანი უნდა დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები;
- ჩაიტარეთ ფეხების მასაჟი;
- მიირთვით კალიუმით მდიდარი პროდუქტები (ტკბილი კარტოფილი, თეთრი ლობიო, ბანანი, თევზი, ქათამი);
- დალიეთ ფორთოხლის წვენი, დაბალცხიმიანი რძე;
- არ მიიღოთ გაზიანი და ტკბილი სასმელები.
წყარო:
https://www.healthline.com/health/home-remedies-for-swollen-
feet#_noHeaderPrefixedContent