თვალების დაძაბულობა - როგორ დავასვენოთ თვალები?

თვალების დაძაბულობა - როგორ დავასვენოთ თვალები?

თანამედროვე ცხოვრების ტემპის პირობებში თვალების დაძაბულობა ხშირ ჩივილად იქცა.

გარკვეული მეთოდებით თვალის დაძაბულობის, თვალის გადაღლის სიმპტომების შემსუბუქება ან პრევენცია შესაძლებელია.

რეკომენდებულია:

  •  ტელევიზორის ყურებისას სასურველია ოთახში მსუბუქი განათება იყოს;
  • კითხვისას სინათლის წყარო ზურგსუკან უნდა გქონდეთ, სინათლე პირდაპირ გვერდს უნდა ეცემოდეს. სინათლე თვალებში არ უნდა განათებდეთ;
  •  რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შესვენება აუცილებელია. დასვენების პერიოდში თვალები მოარიდეთ ეკრანს;
  •  მაქსიმალურად შეზღუდეთ ეკრანთან ყოფნის დრო (ეს რჩევა განსაკუთრებით ეხება ბავშვებს);
  •  გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლი;
  •  ოთახში, სადაც დიდ დროს ატარებთ, ჯანსაღი ჰაერი უნდა იყოს;
  •  შეარჩიეთ უშუალოდ თქვენი თვალებისთვის განკუთვნილი დამცავი სათვალე;
  •  ხშირად დაახამხამეთ თვალები;
  •  ყოველ 20 წუთში და მინიმუმ 20 წამის განმავლობაში თვალები მოარიდეთ სამუშაო მონიტორს;
  •  კომპიუტერის ეკრანზე არ უნდა გქონდეთ კაშკაშა სინათლე;
  •  თუ სინათლე გჭირდებათ, მაგიდისთვის განკუთვნილი სანათი ჩართეთ, კომპიუტერის ეკრანს სიკაშკაშეს ნუ შემატებთ;
  •  არ დადგათ კომპიუტერი ფანჯრის წინ, მოერიდეთ ფონად თეთრ კედელს;
  •  მუშაობისას ჩამოაფარეთ ფარდა ან ჟალუზი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eyestrain/diagnosis-
treatment/drc-20372403