რატომ გაქვთ გაყინული ფეხის ტერფები?

რატომ გაქვთ გაყინული ფეხის ტერფები?

თუ ტერფები იშვიათად გაქვთ ცივი, ნორმალურია.

ჰაერის ტემპერატურის ცვლილება, ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა - სწორედ ამ მიზეზთა გამო გაქვთ ცივი ტერფები.

გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, განვიხილოთ დეტალურად.

ჰაერის ტემპერატურა

თუ ცივა და ტერფები გაგეყინათ, ნორმალურია, რადგან ეს არის ორგანიზმის რეაქცია გარემოს მიმართ. როდესაც ჰაერი დათბება, ორგანიზმიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, შესაბამისად, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ცივი ფეხები საშიში არ არის.

რეინოს დაავადება

ამ დიაგნოზის მქონე პირებს სტრესზე და ცივ ამინდზე აქვთ მძაფრი რეაქცია, რაც ფეხის და ხელის თითების სიცივით, დაბუჟებით გამოიხატება.

ფეხის ტერფების სიცივეს შესაძლოა იწვევდეს სხვა მიზეზებიც, მაგალითად:

  • შფოთვა;
  •  ძლიერი სტრესი;
  •  სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  •  ანემია;
  •  დიაბეტი;
  •  ნერვის დაზიანება;
  •  ჰიპოთირეოზი.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320327