ბოლო კვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღმოცენებული შიმშილის გრძნობა ნორმალურია, თუმცა რატომ გვშივდება ჭამიდან მცირე დროში?
გქონიათ შეგრძნება, რომ მიუხედავად სადილობისა სათანადოდ მაინც ვერ დანაყრდით? მიზეზი შესაძლოა გარკვეული პროდუქტები იყოს.
როდესაც მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარ პროდუქტს მიირთმევთ, ორგანიზმი ძალით, ენერგიით ივსება, უფრო ამტანი ხდება და შიმშილის გრძნობაც არ გაწუხებთ. დაბალი ხარისხის საკვები ნივთიერებები კი სხეულში გაცილებით სწრაფად იწვება, დახარჯული ენერგიის ფონზე მშიერი ორგანიზმი საკვებს დროზე ადრე მოითხოვს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომლის გამოც სავსებით შესაძლებელია შიმშილის გრძნობა გაგიმძაფრდეთ:
- იოგურტი;
- მარცვლეული;
- რაფინირებული მარცვლეული;
- პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.
წყარო:
https://www.mdlinx.com/article/foods-that-make-you-
hungrier/10mwcvy6XKqUexqOD8iJpo