ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ  შედედებას

ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას

K ვიტამინი და მისი როლი ორგანიზმში.

რა ფუნქციას ასრულებს K ვიტამინი?

იგი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, აუმჯობესებს ძვლის მეტაბოლიზმს, არეგულირებს სისხლში კალციუმის დონეს.

K ვიტამინის მონაწილეობით ღვიძლში წარმოიქმნება პროთრომბინი. პროთრომბინი ცილა და სისხლის შედედების სისტემის ფაქტორია, რომელიც აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისა და ძვლის მეტაბოლიზმის პროცესისთვის.

თუ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებთ, დაუშვებელია თვითნებურად რაციონის შეცვლა - K ვიტამინით მდიდარი პროდუქტები უნდა მიიღოთ (ან არ მიირთვათ) მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.

აღნიშნული ვიტამინით მდიდარია შემდეგი პროდუქტები:

  •  ისპანახი;
  •  კომბოსტო;
  •  ბროკოლი;
  •  სალათის ფურცელი;
  •  მწვანე ლობიო;
  •  სატაცური;
  •  კიტრის მწნილი;
  •  ოხრახუში;
  •  ფოთლოვანი ჭარხალი;
  •  შავქლიავი;
  •  ავოკადო;
  •  ბარდა და სხვა.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/219867