რა არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა?
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ცხიმის ტიპია, რომელიც ორგანიზმში არ გამომუშავდება (ანუ ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს, წარმოქმნის) და რომლის ათვისებაც რაციონიდან ხდება.
როდესაც ორგანიზმში ამ სასარგებლო ცხიმის დეფიციტია, ვლინდება არაერთი სიმპტომი.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საყრდენ- მამოძრავებელ სისტემას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ახდენს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში, მნიშვნელოვნად აქვეითებს გაცხიმოვნების რისკს, დადებითად აისახება სისხლის მიმოქცევაზე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბის, ინსულტის რისკს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინისთვის, იმუნიტეტისთვის, ნორმალური არტერიული წნევისთვის.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ზრდის საერთო ტონუსსა და ამტანობას.
რომელი პროდუქტებია მდიდარი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით?
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა თევზში.
ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას ასევე შეიცავს ნიგოზი, სელის ზეთი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიოს ზეთი, სოიოს მარცვლები, ტოფუ, ბარდა.
შეგახსენებთ, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთადერთი სრულფასოვანი წყარო, ფაქტობრივად, ზღვის პროდუქტებია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/articles/17290-omega-3-fatty-acids