არის თუ არა სასარგებლო სალათის ფურცელი?

არის თუ არა სასარგებლო სალათის ფურცელი?

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც მისგან მომზადებული სალათა არ უყვარდეს.

სალათის ფურცელი არაერთი კერძის მთავარი ინგრედიენტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

სალათის ფურცელი შეიცავს ბეტა-კაროტინს, B, C, E და P ვიტამინებს, სხვადასხვა ორგანულ მჟავას, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმსა და იოდს.

სალათის ფურცელი ენერგიით აგავსებთ, გაგიუმჯობესებთ გუნება- განწყობილებას.

თუ ზედმეტ წონას ებრძვით სალათის ფურცლები აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი დიეტური რაციონის სიაში.

სალათის ფურცელი გამოირჩევა შემდეგი სასარგებლო თვისებებით:

  •  ანთების საწინააღმდეგოა;
  •  ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს;
  •  გეხმარებათ მთელი ღამე მშვიდად გეძინოთ (რეკომენდებულია უძილობის მქონე პირებისთვის);
  •  ძლიერი ანტიოქსიდანტია;
  •  აქვს ანტიმიკრობული თვისებები;
  •  აქვეითებს შფოთვის დონეს.

წყარო:
https://www.organicfacts.net/health-benefits/vegetable/health-benefits-of-
lettuce.html