ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა - რა სიმპტომები ვლინდება სასარგებლო ცხიმის დეფიციტის დროს?

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა - რა სიმპტომები ვლინდება სასარგებლო ცხიმის დეფიციტის დროს?

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

აღნიშნული ჯანსაღი ცხიმი ორგანიზმში დამოუკიდებლად არ გამომუშავდება და მისი ათვისება შესაძლებელია რაციონით.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის, კანის სტრუქტურისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის, ტვინის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის და სხვა.

როდესაც ორგანიზმში ცხიმოვანი მჟავის დეფიციტია, ადამიანი უჩივის გარკვეულ სიმპტომებს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის დეფიციტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:

  •  კანის სიმშრალე და გაღიზიანება;
  •  დეპრესია;
  •  თვალების სიმშრალე;
  •  სახსრის ტკივილი;
  •  დაზიანებული თმა.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/omega-3-deficiency