E ვიტამინი

E ვიტამინი

რა ფუნქციას ასრულებს E ვიტამინი და რატომ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის?

იგი ცხიმში ხსნადი ვიტამინია - ორგანიზმი E ვიტამინს იმარაგებს ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებში.

გამოირჩევა შემდეგი სასარგებლო თვისებებით:

  •  ძლიერი ანტიოქსიდანტია. ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს;
  •  აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს ეხმარება გაცილებით მარტივად დაამარცხოს ვირუსები და ბაქტერიები;
  •  ჩართულია სისხლის წითელი უჯრედების ფორმირების პროცესში;
  •  ორგანიზმს ეხმარება K ვიტამინის ათვისებაში;
  •  უჯრედს E ვიტამინი სათანადოდ ფუნქციონირებისთვის სჭირდება;
  •  ამ თემის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს და დამატებითი სამეცნიერო ექსპერიმენტებია საჭირო, კერძოდ, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, E ვიტამინი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადების, ინსულტის, კიბოს, დემენციის, ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს.

წყარო:
https://medlineplus.gov/ency/article/002406.htm