ცხოვრების წესი და კვების რაციონი კუჭის წყლულის დროს

ცხოვრების წესი და კვების რაციონი კუჭის წყლულის დროს

თუ კუჭის წყლული გაქვთ.

რა არის კუჭის წყლული?

კუჭის წყლულები კუჭის ამომფენ შრეზე განვითარებული ღია ჭრილობებია.

კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ტკივილია.

ასევე შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ნიშნებიც, მაგალითად:

  •  დღის განმავლობაში კვებას შორის დისკომფორტი;
  •  კუჭის ტკივილი, რომელიც ღამით გაღვიძებთ;
  •  სწრაფად ნაყრდებით;
  •  შებერილობა ან წვის შეგრძნება კუჭის არეში;
  •  ტკივილი, რომელიც ჩნდება და შემდეგ ქრება რამდენიმე დღის თუ კვირის განმავლობაში;
  •  მოუნელებლობა;
  •  გულძმარვა;
  •  გულისრევის შეგრძნება.

სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას თუ გაქვთ წყლული და გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:

  •  გულისრევა;
  •  ღებინებისას ამოიღეთ სისხლი;
  •  სისხლი განავალში;
  •  ზურგის ტკივილი;
  •  უმიზეზო, აუხსნელი წონის კლება.

რაციონი კუჭის წყლულის დროს

რეკომენდებულია მიირთვათ:

  • ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები (შვრია, პარკოსნები, ვაშლი, სტაფილო, ნიგოზი და სხვა);
  •  A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები (ბროკოლი, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, კომბოსტო და სხვა);
  •  ფლავონოიდით მდიდარი საკვები (ხახვი, ნიორი, მოცვი, ბარდა, მარწყვი და სხვა).

სასარგებლოა მწვანე ჩაი.

რა არ უნდა მიირთვათ კუჭის წყლულის დროს?

ზოგიერთი საკვები და სასმელი აღიზიანებს კუჭის წყლულს, ამწვავებს სიმპტომებს.

არ უნდა მიიღოთ შემდეგი საკვები და სასმელი:

  •  ალკოჰოლი;
  •  ყავა;
  •  რძე;
  •  შოკოლადი;
  •  ცხარე და მარილიანი კერძები;
  •  ცხიმიანი პროდუქტები;
  •  ციტრუსი;
  •  პომიდორი;
  •  ციტრუსის წვენი;
  •  შემწვარი საკვები.

გაითვალისწინეთ, უარი უნდა თქვათ თამბაქოზე და შეძლებისდაგვარად მართოთ სტრესი, რადგან სტრესის ფონზე მნიშვნელოვნად მწვავდება სიმპტომები.

წყარო:
https://www.medicinenet.com/best_foods_to_eat_when_you_have_a_stomach_ulcer/art
icle.htm