გულისთვის მავნებელი პროდუქტები

გულისთვის მავნებელი პროდუქტები

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთლიანი სხეულის მდგომარეობა.

გულისთვის განსაკუთრებით მავნებელია თამბაქო, ჭარბი წონა, დიდი დოზით ალკოჰოლი, არააქტიური ცხოვრების წესი, სტრესი, დეპრესია.

რასაკვირველია, საყურადღებოა რაციონიც - ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით მარილი, შაქარი, გაჯერებული ცხიმი და რაფინირებული ნახშირწყლები მნიშვნელოვნად ზრდის ინფარქტისა თუ ინსულტის განვითარების რისკს.

გულისთვის მავნებელია შემდეგი საკვები და სასმელი:

  •  ბეკონი;
  • წითელი ხორცი;
  •  გაზიანი სასმელები;
  •  ნამცხვრები, ტკბილეული;
  •  დამუშავებული ხორცი (სოსისი, შებოლილი ძეხვი, ლორი და სხვა);
  •  თეთრი ბრინჯი;
  •  თეთრი პური;
  •  პიცა;
  •  ალკოჰოლი;
  •  კარაქი;
  •  არომატიზირებული და მაღალცხიმიანი იოგურტი;
  •  კარტოფილი ფრი;
  •  ცხიმში შემწვარი ქათამი;
  •  დაკონსერვებული წვნიანები;
  •  სალათისთვის ან სხვა ტიპის კერძებისთვის განკუთვნილი სოუსები;
  •  ნაყინი;
  •  კარტოფილის ჩიპსები.

წყარო:
https://www.medicinenet.com/foods_that_are_bad_for_your_heart/article.htm