გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთლიანი სხეულის მდგომარეობა.
გულისთვის განსაკუთრებით მავნებელია თამბაქო, ჭარბი წონა, დიდი დოზით ალკოჰოლი, არააქტიური ცხოვრების წესი, სტრესი, დეპრესია.
რასაკვირველია, საყურადღებოა რაციონიც - ცნობილია, რომ დიდი რაოდენობით მარილი, შაქარი, გაჯერებული ცხიმი და რაფინირებული ნახშირწყლები მნიშვნელოვნად ზრდის ინფარქტისა თუ ინსულტის განვითარების რისკს.
გულისთვის მავნებელია შემდეგი საკვები და სასმელი:
- ბეკონი;
- წითელი ხორცი;
- გაზიანი სასმელები;
- ნამცხვრები, ტკბილეული;
- დამუშავებული ხორცი (სოსისი, შებოლილი ძეხვი, ლორი და სხვა);
- თეთრი ბრინჯი;
- თეთრი პური;
- პიცა;
- ალკოჰოლი;
- კარაქი;
- არომატიზირებული და მაღალცხიმიანი იოგურტი;
- კარტოფილი ფრი;
- ცხიმში შემწვარი ქათამი;
- დაკონსერვებული წვნიანები;
- სალათისთვის ან სხვა ტიპის კერძებისთვის განკუთვნილი სოუსები;
- ნაყინი;
- კარტოფილის ჩიპსები.
წყარო:
https://www.medicinenet.com/foods_that_are_bad_for_your_heart/article.htm