ცილით მდიდარი პროდუქტები

ცილით მდიდარი პროდუქტები

ცილა (პროტეინი) ორგანიზმისთვის აუცილებელია.

იგი სასარგებლოა კუნთისთვის, კანისთვის, ჰორმონებისთვის, ფაქტობრივად, ორგანიზმის ყველა ქსოვილისთვის.

ცილა ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში მონაწილეობს - წარმოადგენს უჯრედების საშენ მასალას, ძვლოვანი და კუნთური მასის საფუძველს.

სასურველია, ორგანიზმში ამ მკვებავი ნივთიერების ბალანსი დაცული იყოს,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არაერთი პათოლოგიის ჩამოყალიბების რისკი იზრდება.

ცილის დეფიციტი გამოიხატება ისეთი საყურადღებო სიმპტომებით როგორიცაა: სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები, თმის ცვენა, კუნთის მასის განლევა,სხვადასხვა ინფექციით ხშირი ავადობა, მუდმივი სისუსტე და დაღლილობა, მუცლის შებერილობა, ცუდი გუნება-განწყობილება, დაქვეითებული იმუნიტეტი, კოჭ-წვივის შესიება/შეშუპება და სხვა.

ცილით მდიდარია შემდეგი პროდუქტები:

  •  კვერცხი;
  •  ნუში;
  •  ქათმის გულმკერდი;
  •  შვრია;
  •  ხაჭო;
  •  ბერძნული იოგურტი;
  •  რძე;
  •  ბროკოლი;
  •  მჭლე საქონლის ხორცი;
  •  თევზი;
  •  ოსპი;
  •  გოგრა;
  •  ინდაურის გულმკერდი;
  •  მიწისთხილი;
  •  ბრიუსელის კომბოსტო.

წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/20-delicious-high-protein-
foods#TOC_TITLE_HDR_1