რამდენიმე საყურადღებო სიმპტომი.
რა არის რკინა და რატომ არის ორგანიზმისთვის აუცილებელი?
რკინა ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მინერალის გარეშე ვერ წარმოიქმნება საკმარისი მოცულობის ის ნაერთი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის გადასატანად ესაჭიროება. რკინა ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტია.
როდესაც ორგანიზმში ჟანგბადის, რკინისა და ერითროციტების დონე საკმარისი არაა, იზრდება ანემიის განვითარების საფრთხე.
რკინა განსაკუთრებით სასარგებლოა იმუნიტეტისთვის - დაქვეითებული იმუნური სისტემის ფონზე ადამიანს უჭირს ინფექციებთან ბრძოლა, გაცილებით ხშირად ავადობს.
რკინით მდიდარი პროდუქტები განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პირებისთვის, რომლებიც ხშირად, რეგულარულად ვარჯიშობენ.
რკინა ენერგიას შეგმატებთ. მინერალი დადებითად აისახება კუნთის ფუნქციონირებაზე, ამასთან, აუცილებელია თმისა და კანის სტრუქტურისთვის.
რკინის დეფიციტი ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ არის ამ მინერალის ადეკვატური რაოდენობა.
რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- საერთო სისუსტე, უჩვეულო დაღლილობა;
- ფერმკრთალი კანი;
- სუნთქვის უკმარისობა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- აჩქარებული გულისცემა;
- გამომშრალი და დაზიანებული თმა, კანი;
- შეშუპებული ენა;
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
- მტვრევადი ფრჩხილები.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/iron-deficiency-signs-
symptoms#_noHeaderPrefixedContent