ყურადღებით წაიკითხეთ სტატია.
თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგ ფორმაშია თუ გეცნობათ შემდეგი:
- აცნობიერებთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის არამდგრადობა ბუნებრივი პროცესია. ხვდებით, რომ კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობა სულაც არ ნიშნავს იმას ყოველთვის ბედნიერი იყოთ, თითოეული დეტალით კმაყოფილი დარჩეთ. იცით, რომ არავინაა დაზღვეული შფოთვისგან, დეპრესიისა თუ მოწყენილობისგან, შესაბამისად, მზად ხართ უარყოფით, ნეგატიურ ემოციებს გაუმკლავდეთ. ეს უსიამოვნო ემოცია თქვენთვის ერთგვარი ტალღაა, რომელიც აუცილებლად გადაივლის და კარგი დრო, მზიანი დღე დადგება. კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნეგატიური ემოციებიც ცხოვრების ნაწილია;
- საერთო ჯამში კმაყოფილებას გრძნობთ და კარგი, სასიამოვნო სიტუაციებისკენ მიისწრაფვით. შეძლებისდაგვარად ერიდებით უარყოფით ემოციებს, ნეგატიურ ადამიანებს, უსიამოვნო გარემოს. მაქსიმალურად ცდილობთ შეიგრძნოთ ბედნიერება, სიყვარული, მხიარულება, გამოხატოთ თანაგრძნობა. ყოველთვის იცით როდის აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე და ტყუილად არ იდანაშაულებთ თავს;
- გაქვთ შეგრძნება, რომ ეკუთვნით საზოგადოებას, საკუთარი წვლილი შეგაქვთ იმაში, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს;
- უმკლავდებით როგორც წარმატებას, ისე მარცხს;
- არ გაშინებთ უარის თქმა. ყოველთვის იცით თუ როდის უნდა თქვათ უარი, სად გადის ზღვარი დახმარების შეთავაზებასა და სხვის ნაცვლად საქმის შესრულებას შორის. ზუსტად იცით სად სრულდება თქვენი პასუხისმგებლობა, ვალდებულება და იწყება სხვისი;
- ჯანსაღი ურთიერთობები გაქვთ. გიყვართ და პატივისცემას გამოხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ. აღარ ახარჯავთ თქვენს რესურსს (დროს, ფულს, ენერგიას) პირს, რომელიც ამავე გრძნობით, ამავე დამოკიდებულებით არ გპასუხობთ;
- არ ცდილობთ ყველას თავი მოაწონოთ.
წყარო:
https://www.healthshots.com/mind/mental-health/8-tell-tale-signs-that-your-mental-
health-is-in-good-shape-according-to-a-psychologist/